четверг, 24 марта 2016 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,თუ რამდენად საჭირო და საინტერესოა პრეზენტაციის მოწყობა.ვისწავლეთ სლაიდების დახმარებით საპრეზენტაციო მასალის აწყობა,შესაბამისი შეფასების რუბრიკების შემუშავება და გამოყენება.

вторник, 22 марта 2016 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რამდენად მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა პროექტების შექმნის დროს.აუცილებელია გავეცნოთ კანონებს საავტორო უფლებებზე,რა არის დასაშვები  და შესაბამისად გამოვიყენოთ მხატვრული,აუდიო და ვიდეო მასალა გაკვეთილებისა თუ პროექტების მომზადების დროს.ისე უნდა ვიმუშაოთ,რომ არ დავარღვიოთ სხვების უფლებები.

воскресенье, 20 марта 2016 г.

მესამე დღის რეფლექსია

ამ მოდულში ვისწავლე სტანდარტის გამოყენება და მისადაგება კონკრეტულ თემასთან.ასევე შევძელით საკვანძო კითხვების(ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი)ფორმულირება და მასზე დაყრდნობით პროექტების დაგეგმვა.

суббота, 19 марта 2016 г.

მეორე დღის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ვხედავ,რომ საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება,პროექტებით სწავლება,შეფასების სხვადასხვა რუბრიკების შექმნა და დანერგვა სასწავლო პროცესში.

მოლოდინი

იმედი მაქვს, რომ კურსის დასასრულს შევძლებ პროექტების შექმნას და  პორთფოლიოს გამდიდრებას ახალი ნამუშევრებით.